fbpx

ადიგენში ახალი სამგზავრო ავტობუსებით ადგილობრივები უფასოდ იმგზავრებენ

ადიგენის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის დახმარებით ორი ახალი ავტობუსი გადაეცა და დღეიდან, 15 თებერვლიდან, ახალი „ისუზუს“ ფირმის, 8-მეტრიანი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტის ორი ახალი სამგზავრო ავტობუსი პირველად მოემსახურა ადიგენის მოსახლეობას.

ახალი სამგზავრო ავტობუსები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და ადგილობრივებთან ერთად დაბა აბასთუმნის მიმართულებით იმგზავრეს.

აღსანიშნავია რომ , თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტით ადიგენში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება და ამასთანავე მათი გადაადგილება მეტად კომფორტული გახდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება