fbpx

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მინი მოედნების მოწყობა მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, სოფელ ფხეროში ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომბინირებული მინი მოედნის მშენებლობა, სადაც ახალგაზრდებს ფეხბურთით, ფრენბურთითა და კალათბურთით თამაშის შესაძლებლობა ექნებათ.
“სოფელში მინი მოედნის მოწყობა ადგილობრივი ახალგაზრდებთან შეთანხმებით დავგეგმეთ. მათი ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში უმნიშვნელოვანესია. მსგავსი მინი მოედნების მოწყობა სხვადასხვა სოფლებში სამომავლოდაც იგეგმება”, – აღნიშნა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება