ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა, საბავშვო-გასართობი მოედანი კი ინვენტარით ,,World Vision საქართველო’’-მ აღჭურვა.
დასრულებული პროექტი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში სკვერში ფანჩატური, საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი სივრცეები, სანაგვე ურნები, ლამპიონები, ქვიშის მოედნი და პატარებისთვის თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო-გასართობი მოედნი მოეწყო. სკვერის მიმდებარე ტერიტორია კი ბუნებრივი ქვით შემოიღობა.
დასასვენებელი სკვერით მოქალაქეები, ხოლო საბავშვო-გასართობი კუთხით ბავშვები ისარგებლებენ, რომლებსაც დროის სასიმოვნოდ გატარება შეეძლებათ.




