fbpx

ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ადიგენის მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს სოფლების-უდის, შოლავერის, დიდი სმადის შიდა საუბნო გზებისა და საირმე -ჭელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ- მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი, ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ანტონ გელაძე. პროექტის ფარგლებში გზის მონაკვეთებზე ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხები მოეწყობა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 611 282 ლარია გამოყოფილი. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება