fbpx

ადიგენის მუნიციპალიტეტში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას

ადიგენის მუნიციპალიტეტში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. დაბა ადიგენის ეკლესიის წინამძღვარმა მამა რევაზიმ ამ დღეს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, ხოლო, სოფელი დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, დასახიჩრდა და მოიწამლა. მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლა და დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. დარბევამდე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია და შიმშილობა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება