fbpx

ადიგენის მერმა მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ზანავისა და გორგულის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გამართა


შეხვედრის მიზანს მერის მიმდინარე წლის ანგარიშის წარდგენა, ადგილობრივების საჭიროებების გაცნობა და მომდევნო წელს შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა წარმოადგენდა.
დღესვე, ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილობრივებს ბროშურები გადასცა, სადაც მერის 2023 წლის ანგარიშია წარმოდგენილი.
მოსახლეობასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დაბა ადიგენსა და დაბა აბასთუმანში ეტაპობრივად გაიმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება