fbpx

ადიგენის მერმა მოსახლეობას 2023 წლის ანგარიში წარუდგინა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველ მოადგილესთან არსენ ბალახაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან შმაგი ბიძიშვილთან, მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს თანამშრომლებთან, მერის წარმომადგენლებთან და სამცხე- ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად მოსახლეობას ხვდება.

ღია შეხვედრები სოფელ არალში, უდეში, ღორძეში, სამყურში, კახარეთში, ლელოვანსა და ამხერში გაიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირმა, მოსახლეობას 2023 წლის დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა, ასევე გადასცა ბროშურები, სადაც მერის მიმდინარე წლის ანგარიშია წარმოდგენილი.

„დღეს ჩვენ მოვედით რომ მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია დეტალურად მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების შესახებ, ასევე მათგან ვისმენთ ახალი გამოწვევების შესახებ და ვეცნობით დასახლებების წინაშე არსებულ საჭიროებებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი მიზანია მოსახლეობა ყოველთვის ჩართული იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ყოველთვის გათვალისწინებულია მათი ინტერესები. გამოწვევები კიდევ ბევრია, თუმცა მე და ჩემი გუნდი, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, ვცდილობთ, მაქსიმალურად ოპერატიულად განხორციელდეს ადგილობრივებისათვის მნიშვნელოვანი პროექტები“, – აღნიშნა გოჩა ქიმაძემ შეხვედრისას.

შეხვედრისას მოსახლეობამ თავის მხრივ ძირითადი პრიორიტეტები დაასახელა, მათი მთავარი მოთხოვნა წყალმომარაგების გაუმჯობესება, შიდა გზების მოწესრიგება, გარე განათების მოწყობა, მაღალმთიანობის საკითხი და სპორტული მოედნის მოწყობაა.

ადგილობრივებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად გაიმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება