fbpx

ადიგენის მერი 2023 წლის ანგარიშის წარდგენას აგრძელებს

ადიგენის მერი 2023 წლის ანგარიშის წარდგენას აგრძელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრები ამჯერად ბენარის, ვარხანისა და წახანის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში ჩატარდა. შეხვედრისას მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მოსახლეობას, გადასცა ბროშურები, სადაც მერის 2023 წლის ანგარიშია წარმოდგენილი, გაეცნო დასახლებების წინაშე არსებულ საჭიროებებს და მათთან ერთად დაგეგმა მომავალ წელს განსახორციელებელი პროექტები. მსგავსი ფორმატის შეხვედრები მუნიციპალიტეტის კიდევ 20 სოფელში, დაბა ადიგენსა და დაბა აბასთუმანში ეტაპობრივად გაიმართება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება