fbpx

ადიგენის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

დღეს, ადიგენის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც მერი გოჩა ქიმაძე უძღვებოდა, ახალციხის , ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი დაესწრო. მათ, საბჭოს წევრებთან მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური წინადადებები, იმსჯელეს არსებულ გამოწვებზე და მათი დაძლევის გზებზე. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ. შეხვედრები მოსახლეობის ინფორმირებულობას, პრიორიტეტული ამოცანების განსაზღვრას და ოპერატიულად გადაჭრას ისახავს მიზნად. შეხვედრები,უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობას და მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება