fbpx

ადიგენელი ანრი ხოზრევანიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია

ანრი ხოზრევანიძე 20- წლამდე, 60 კგ წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. იგი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა ზანავის მკვიდრია.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სპორტსმენმა არაერთ წარმატებას მიაღწია. იგი საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია და გასულ წელს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ პირადად მიულოცა ახალგაზრდა სპორტსმენს მიღწეული შედეგი და წარმატებები უსურვა მომავალშიც.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება