fbpx

ადამიანს, რომელსაც ორი სამშობლო აქვს, რომელიმე სამშობლოთაგან უყვარდეს. მას მარტო თავისი თავი უყვარს-სოზარ სუბარი

ვერ ეგუებიან, რომ ისინი დარჩნენ თამაშგარე და სურთ, როგორმე ავნონ ამ ქვეყანას. როდესაც ადამიანი ამბობს, იგივე ხატია დეკანოიძე, უკრაინა მისი მეორე სამშობლოა, არა მჯერა. ადამიანს, რომელსაც ორი სამშობლო აქვს, რომელიმე სამშობლოთაგან უყვარდეს. მას მარტო თავისი თავი უყვარს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან ადამიანები წამების, გაფლანგვისა და სხვა სახის დანაშაულში ბრალდებულები, მეგობრულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება.

„ისინი ინიშნებიან მაღალ თანამდებობაზე, ზოგს პოლიტიკური დევნილის სტატუსი ეძლევა, ზოგს მოქალაქეობა და ვის ეძლევა პოლიტიკურად დევნილის სტატუსი? – ადამიანს, რომელიც საქართველოში წამების ფორმულად იყო ქცეული – მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“, მას მისცეს პოლიტიკურად დევნილის სტატუსი. ცხადია, ვერ ჩაითვლება მეგობრულ ნაბიჯად, მაგრამ ყოველთვის თავს ვიკავებდით შესაბამისი შეფასებების გაკეთებისგან.

ცხადია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო რასაც აკეთებს, ამ ეტაპზე მეტი დიდი დახმარება არ შეუძლია და მაქსიმუმს ვაკეთებთ ჩვენი მხრიდან, მაგრამ როდესაც იქ ჩადიან, ხან დეკანოიძე, ხან რომელიმე სხვა, პირდაპირ ეუბნებიან, აი, ჩვენ თუ მოვალთ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, გავხსნით მეორე ფრონტს, სავარაუდოდ, ესაა. აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც იმავეს აცხადებენ. მათაც ურჩევნიათ იმ ადამიანებთან ჰქონდეთ ურთიერთობა, რადგან ფიქრობენ, რომ ვითარება შეუმსუბუქდებათ. ისინიც იმეორებენ ამ ნარატივს. უკრაინაში მათ აწინაურებენ და მათთან ურჩევნიათ ურთიერთობა, რადგან ისინი იმას ამბობენ, რაც მათ ესიამოვნებათ. აქაც აქციებს რომ მართავდნენ, სავარაუდოდ, ამის იმედი ჰქონდათ, გვაიძულებდნენ, რათა როგორმე ომში ჩავრთულიყავით“, – განაცხადა სოზარმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება