fbpx

აგე, ხოშტარიებს ისევ ჩარიცხვიათ პაპაი გადმოგზავნილი ფულები -გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ელენე ხოშტარიაზე წერს-

მე მთელი ცხოვრება ვამტკიცებ, რომ საქართველო განსაკუთრებული ბუნებით გამოირჩევა… დამიჯერეთ, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც საიქიოდან გამოგზავნილი ფულები ყოველგვარი დაქვითვის გარეშე მოდის – არც საშემოსავლო, არც მოგების გადასახადი!

ესე იგი, მოდის და მოდის… ზოგს სოლიკო უგზავნის, ზოგს – ოლიკო!აგე, ხოშტარიებს ისევ ჩარიცხვიათ პაპაი გადმოგზავნილი ფულები და უძრავი ქონებაც უყიდნიათ ორბეთში – მიწა!იყიდიან, რათ არ იყიდიან რა! ნეტა ეგეთი გამეტებული წინაპარი ყველას გამოუჩნდებოდეს, გარდაცვალების შემდეგაც რო არ ისვენებენ და შთამომავლებზე ზრუნავენ!

აბა, პაპაჩემია, ერთ კაპეიკსაც რო არ აგზავნის? დაადო თავი 1941-ში, შემოიცვა ,,ტელეგრეიკა”, წავიდა ომში და მას მერე აღარ გამოჩენილა. ჰონორარი კი არა, სამკუთხედათ გადაკეცილი წერილიც არ გამოუგზავნია. საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე კი იძებნება ერთი იმ გვარ-სახელის კაცი, მაგრამ მე რა ვიცი, ის არი? თუ თვითონ არ გამოაგზავნა ჰონორარი, რა გავიგო, რა გავარკვიო?!

😆

ისე, რაც მართალია, მართალია… ხო გაკეთდნენ ხოშტარიები (ესენი თურმე 25 წელიწადი კეთდებოდნენ), მაქაროვები და სხვები რუსული გოჭებივით, ჰა?გაკეთდებიან, რაზე არ გაკეთდებიან, ქართული ბუნება შეუშლით ხელსა თუ გონება, მისწრაფება და წეს-ჩვეულება?

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება