fbpx

აბასთუმანს ვანო მერაბიშვილის სანათესავო და კიდევ ვინმე კუბლაშვილები წლები ,,პარსავდნენ ,,

ეკა სილაგაძე -ისევ იმაზე ვწერ…
მაგრამ მაინც დავწერ :)))
შეიძლება ბევრია ეგეთი რეგიონი მაგრამ…
აბასთუმანს სჭირდა განსაკუთრებული ”უბედურება”!
წლების მანძილზე ინგრეოდა და აბსოლუტურად ნადგურდებოდა..
ტყეში რა ხდებოდა ცალკე თემაა..
ვანო მერაბიშვილის სანათესავო და კიდევ ვინმე კუბლაშვილები, აბსოლუტურად პარსავდნენ იქაურობას…
ერთი ყოფილი გამგებელი-რწმუნებული იყო, სახელად ნაჯიბულა… აბასტუმნის გაპარტახების ფონზე, თბილისში, დიღომი 8 ში, ბრონირებული შუშებით სახლი აქვს აშენებულიო და ერთი სამ უბანში კიდევ, ბინებიცო…
ადგილ-ადგილ მხვდება იქაური ნაცის, ყოფილი დეპუტატის და მანამდე საგადასახადოს უფროსის რამდენადაც ვიცი კომენტარები, ილანძღება ივანიშვილის მისამართით… თითი თითზე არ დაუდია არადა… აი ეგრეთწოდებულ ”როშაში” კი რესტორანი დღესაც უმუშავებს…
რაც შეეხება აბასთუმანს, იქ,
ამ დრომდე არ არის სტომატოლოგი!
არ არის მაღაზია! სასურსათო ჯიხურიც კი ორია მხოლოდ!
არ არის ბანკი და ბანკომატი!
არ არის მეწაღე!
არ არის პარიკმახერი!
არ არის პოლიკლინიკა, რომ თითი რომ გაეჭრა ბავშვს, მაინცდამაინც ფილტვის ცენტრში არ გააქანო!
არ არის არაფერი, რაც თანამედროვე საკურორტო ზონას სჭირდება ჰაერივით.. ერთი-ორი ფეშენებელური სასტუმრო კიბატონო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს!
იქაურ ბავშვს ვერ ატარებ ვერანაირ წრეზე!
მოკლედ, აი ასეთი პერსპექტივის აბასთუმანს შეეჭიდა ის ერთი ადამიანი და ვნახოთ რა გამოვა!
ეჭვი არ მაქვს, რომ ძალიან კარგი იქნება ყველაფერი!


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares