fbpx

მელიას მარჯვე მარჯვენა

წინა ხელისუფლების კუდ-ის მაღალჩინოსანმა სოსო თოფურიძემ სოციალურ ქსელში საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის თანხებით გვარიანად ითბობს ხელს და მრისხანება აფრქვია, თუმცა „ნაცლოზუნგი“ „ყველანი ციხეში!“ ისე აქვს გამჯდარი, შორიდანაც ჩახვეული გაიძახოდა.
იოსებ თოფურიძე (შემოკლებული):
პატივცემულო საზოგადოება, ეს წუთია, მომაწოდეს ინფორმაცია, რამაც ძალიან გამაღიზიანა!
რა უჯდება ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარის, ნიკა მელიას შენახვა _ წელიწადში 1 471 000 ლარი!

ოპოზიცია, თქვენ
ნამუსი გაგაჩნიათ?!
საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის აღმშენებელი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია; ოპოზიციის ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია საპყრობილეში, პოლიტპატიმარია და თქვენ, ზოგ-ზოგიერთებმა, ფუფუნება მოუწყვეთ საკუთარ თავს?!
ხალხი შიმშილობს და თქვენ მდიდრდებით?!
თქვენ ხართ ოპოზიცია?!
თქვენ, ოქრო ვერცხლს დამონებულო ოპოზიციის ზოგიერთო წარმომადგენლებო,
რატომ ვართ დევნილობაში?!
თქვენ ჩვენზე გადატეხეთ ჯოხი და ცხოვრება მოიწყვეთ!
ხელუსუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება!
რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციონერს ეს რისხვა არ ეხება,
მაგრამ, სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშანავდა ?!
თქვენი, თქვენი შემოსავალიც დასათვლელია!
ამ საქმის მიჩუმათება არ შეიძლება, ვის აყრით ნაცარს თვალებში, ხალხს, ვინც მანდატი მოგცათ პარლამენტში შესასვლელად, იმ ხალხს ძარცვავთ?!
გამოსავალი იპოვეთ, არა?
ნიკა მელიას გაათავისუფლებთ დაკავებული თანამდებობიდან?
ტაში, ყოჩაღ!!!
წინასწარ, გადამოწმების გარეშე, მე დასკვნის გაკეთება არ შემიძლია,
მაგრამ
თუ დადასტურდა სისხლის სამართლის დანაშაული, ხალხის ნდობის ბოროტად გამოყენება,
ხალხის, ბიუჯეტის ფულის უკანონოდ მითვისება,
მაშინ ყველა დამნაშავე:
ყველანი ციხეში!
ყველანი ციხეში!
ყველანი ციხეში!
პოლიტდევნილი იოსებ თოფურიძე
05.10.2022 წელი

არ დააყოვნა მელიას პასუხმაც, რომ ეს არის მის მიმართ წამოწყებული ბინძური კამპანია და ყველაფერზე ილაპარაკებს მაშინ, როცა ქვეყანას აღარ ექნება პოლიტპატიმრების, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პრობლემა.
მელიას ჯერ თავისი კუდი არ მოუყვანია მოწმედ, მხოლოდ ერთ ხმაში მღერის, რომ პარტიიდან არანაირ დაფინანსებას არ იღებს და ისიც კარგად იცის, ვინ იწყებს დროდადრო ამ კამპანიებს.
„კრიტიკის“ ნაცვლად „კრიტიკის“, ცილისწამებისა და ლანძღვის მოსმენა, როგორც წესი, აღარც კი არა, ვეღარც მიკვირს, მაგრამ ზოგი მეტისმეტად ნიჭიერი~ გამოდგება ხოლმე და მაინც ახერხებს ჩემს გაკვირვებას. ერთ-ერთი ასეთინიჭიერის~ წყალობით, ფეისბუქზე ტრიალებს კოლოსალური თანხები, რაც თურმე პარტიას ეხარჯება ჩემს შესანახად.
ეს ნიჭიერი~კაცი კი იმდენადნიჭიერი~ გახლავთ, რომ საზოგადოებას თავისი საქმენი საგმირონით~ ჯერ კიდევ მაშინ გააცნო თავი, სანამ მე პოლიტიკაში ჩავერთვებოდი.  არანაირი ათიათასლარიანი ხელფასი მე არ მაქვს! საერთოდ, არანაირ ხელფასს არ ვიღებ პარტიაში!  არანაირ 4 ტონა ბენზინს არ ყიდულობს პარტია და არათუ 12 ათასი ლარი, 12 თეთრიც არ უჯდება ჩემი გადაადგილება.  ყოველთვიურად თურმე 41 ათასი ლარი იხარჯება ჩემს უცხოურ ვოიაჟებზე. არასოდეს პარტიის დაფინანსებით არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ!  ისე შთამბეჭდავად ახსენებენ დაცვას და მის შესანახად გამოყოფილ 18 ათასს, გეგონება, მთელი გუნდი მიცავდეს და არა დაცვის ერთი თანამშრომელი, რომლის შენახვა ზუსტად ცხრაჯერ იაფი ჯდება.  და საერთოდ, სანამ შეკვეთილ პოსტებზე დათანხმდებით, რომელსაც ქოცმედია ისტერიულად დაატრიალებს, კამპანიურ ხასიათს შესძენს და კმაყოფილი დამკვეთი გროშებს გამოიმეტებს, უნდა იცოდეთ, რომ იმ გროშებთან ერთად, საკადრის პასუხსაც მიიღებთ. მჯერა, ხალხი ისედაც მიხვდება რაც ხდება და რატომაც ხდება, მაგრამ თავის დროზე სრულ სიმართლეს პირადად ჩემგან გაიგებს, თუ ვინ და რატომ არის ამ ბინძურ კამპანიაში ჩართული და რა კონკრეტული მიზნები და ამოცანები ამოძრავებს. თვეებია, თავს ვიკავებ საჯაროდ საუბრისგან და ის, რაც ვთქვი ამ ცოტა ხნის წინ, ზღვაში წვეთია და მეტი საუბრისგან მანამ შევიკავებ თავს, სანამ ტყვეობაში არიან სააკაშვილი და გვარამია. განსაკუთრებით, სანამ მიშას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუმცა, საზოგადოებას ვპირდები, რომ თავის დროზე აუცილებლად ყველაფერზე ვისაუბრებ, ვისაუბრებ მარტივი მიზეზის გამო: 1) სრული სიმართლე იცოდეს ყველამ, რეალურად ვინ რისთვის იბრძვის. 2) მხოლოდ სიმართლით შეიძლება დაამარცხო ივანიშვილის ბოროტება და არა იმ ნაცადი მეთოდებით, რისი წყალობითაც ივანიშვილი ჯერ ხელისუფლებაში მოვიდა და შემდეგ, აგერ აქამდე ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს, ვერ შესწვდებიან ძეხვს და მათთვის მუდამ პარასკევი იქნება. ვიღაცას ფარნაოზ ჭკადუა გაახსენდა, მაგანაც მასე აურია და ახლა, ვითომ სასწავლებლად, ედინბურგში გაიქცაო... ფაქტია, „სანაცეთში“ რაღაც ძალიან აყროლდა და თან საკმაო ხანია, თუმცა ბატონ თოფურიძეს ახლა დაავალეს აყვირება და ისიც აყვირდა. პარალელურად, გავრცელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა მხარდამჭერებისადმი (მოკლედ): „ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოება თვალ-ყურს ადევნებს სიცრუეზე აგებულ კამპანიას, რომლის მიზანს, ერთი მხრივ, წარმოადგენს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტიის ცალკეული ლიდერების დისკრედიტაცია, მეორე მხრივ კი ჩვენი თანამოქალაქეების, პარტიის ერთგული მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანას, ხელოვნურად დაპირისპირების გაჩენასა და მთავარი მიზნიდან გადახვევას. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია და გამჭვირვალე, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაეცნოს.“
ძალიან საინტერესო ამბავია! ძნელი დასაჯერებელია, რომ პატივცემულ თოფურიძეს ან ვინმე სხვას, ერთ ავბედით ღამეს სიზმარში მოეჩვენა რაღაც და „სიცრუის კამპანია“ წამოიწყო. დავიჯეროთ, რომ ამიტომ აყვირდა თუ ააყვირეს ბატონი თოფურიძე?
ზოგადად კი, ნიკანორ მელია რომ დიდი შარისმოყვარე მოხულიგნო ვინმეა, რომელიც პოლიტიკურ ველზე, ცოტა არ იყოს, ახვრულად შესამჩნევი გახდა. საზოგადოებას კი უნდა ახსოვდეს, რომ ნიკანორ მელიამ ხულიგნურ-პოლიტიკური ნათლობა „ნაცებისთვის“ საძულველ უბანში, ვაკეში, რესტორან „ლა ტრუფეში“ მიიღო. სასაცილო ამბავი გამოდიოდა, ჩემმა მზემ! თითქოს ამხელა ამბალი კაფანდარა ქალმა მიჯნიყა… ისე უხდება მარჯვე მარჯვენიან მელიას ხულიგნურ-გოთვერნული იმიჯი, რომ დიდხანს ტრიალებდა ფოტოშოპით სხვის ტანზე მიბმული მისი სახე, თითქოს ის ურტყამდა ვეებერთელა კეტს ავთანდილ ჯორბენაძეს მიტინგის დარბევის დროს რუსთაველზე. ბოლოს, არცთუ დიდი ხნის უკან, კეზერაშვილსაც წაჰკბინა, წინა ხელისუფლებისდროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი „არ არის გულწრფელი“ ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნებაო. ყმაწვილო, ვინც გაჭმევს, მას რომ თითზე უკბენ, გაჯავრდება… კბენაზე გამახსენდა! ყველანაირ მედიაში ვრცელდებოდა კადრები, როგორ ჩაჰკრა ნახტომში მადლიანი შალაბანი შიგ კინკრიხოს ათიანში ტიპმა. გაიქაჩა სიმბოლურად მელია, მაგრამ საკუთარივე კუდი გაებლანდა ფეხებში. ისე, ამხელა ამბალს რანაირად იბრიყვებენ?
აკი ვთქვი, შარისმოყვარეა-მეთქი!
მედიაში ელვისებურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიზიკური დაპირისპირებისას ნიკა მელიას ხელი მოსტყდა. „ნაცმოძრაობის“ პრესსამსახურმა სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, არაფერი დაპირისპირება, ფეხბურთის თამაშის დროს მოიტეხა თითიო, ხოლო მელიამ, სპორტული აქტივობის დროს დამიზიანდაო.
განა არ შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ სახელი რომ აქვს გატეხილი პარტიას ან ადამიანს (ან ორივეს), ვისთვის უკეთესს, ვისთვის უარესს იჯერებს მესამე პირი.
ისე, თითის მოტეხვა რა სპორტია?
სულ სხვა ამბავია ყბის, თავის, კისრის მოტეხვა, თითი რა არის, რა უნდა დაშავებოდა, განა ასეთისთვის რისთვის უნდა ეტაკებინა…
ამ ბოლო ხანებში პარტიისა და პირადად ჩემს მიმართ აგორებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ და დეზინფორმაციის კორიანტელმა დიდ მასშტაბს მიაღწია, რაც, ცალსახად, მხოლოდ რუსული ოცნებისა და იმ ადამიანების ინტერესშია, ვისთვისაც საკუთარი გავლენების გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ოცნების“ დამარცხება და ქვეყნის გამარჯვებაო, იხტიბარს მაინც არ იტეხს მელია.
ვეჟო, პარტიის ფულის მითვისებას შენივე ხალხი გედავება, რა თითი, რა რუსული ოცნება, რა ატმიკურკისოდენა და გარგლიკურკისოდენა?
გარდა ამისა, ძეხვს ვინ არის მიცუცქული პარასკეობით, რა ჰქვია კრებსით კატას, მელიას გარკვეული ჰქონია, მაგრამ, ეგებ, იმ კატას მელიებთან მებრძოლი ლომი ჰყავს გაზრდილი?
მოკლედ, ჯერ მელიას მადა და ახლა მისი მარჯვე მარჯვენა გაახდა საამბო, ვითარცა დიდოსტატისა…

“საერთო გაზეთი”

მამუკა ოშხერელი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება