fbpx

ხვალ პარტია „ევროპელი სოციალისტების“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართება

9 იანვარს პარტია „ევროპელი სოციალისტების“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართება. პარტიას „პატრიოტთა ალიანსის” სიით პარლამენტში შესული დეპუტატები აფუძნებენ.

საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა სამივე დეპუტატის ადგილმონაცვლე დაამტკიცა. ირმა ინაშვილის – ადგილმონაცვლეა გელა მიქაძე; გიორგი ლომიას ადგილმონაცვლეა – ფრიდონ ინჯია; გოჩა თევდორაძის – ადგილმონაცველა დავით ზილფიმიანი.

გელა მიქაძემ, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა, ავთანდილ ენუქიძემ ახალი პარტიის, „ევროპელი სოციალისტების“ შექმნა დაანონსეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება