fbpx

ხან კეზერაშვილი გვაფინანსებს, ხან ჩხარტიშვილი-ანა ბუჩუკური

ხან კეზერაშვილი გვაფინანსებს, ხან ჩხარტიშვილი, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას პარტიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს. მისი თქმით, ინფორმაცია პარტიის დაფინანსების თაობაზე მისი რეგისტრაციის პროცედურის შემდეგ გახდება საჯარო.

„შაბათს იყო დამფუძნებელი კონფერენცია. შემდგომ, როგორც პროცედურულად ხდება, წარდგენილი გვაქვს განცხადება საჯარო რეესტრში. როგორც კი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ამ ნაწილს გაივლის (პარტია) ყველაფერი იქნება საჯარო, იმიტომ, რომ ამას კანონი გვთხოვს, ფიზიკურად ვერ გავექცევით“, – განაცხადა ბუჩუკურმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება