fbpx

„ხალხის ძალამ“, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახელისუფლებო პროცესების დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნით, გამოიწვია საერთაშორისო მასშტაბის ლუსტრაციის ტალღა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შენიღბული და ხელშეუხებელი იყო

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებიდან დღემდე მიღწეულ შედეგებს აჯამებს.

„თავისი ჩამოყალიბებიდან ნახევარ წელიწადში, საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ“:

გამოააშკარავა „გლობალური ომის პარტიის“ არაერთი მცდელობა, ქვეყანა შეეყვანა მისი სახელმწიფოებრიობის გამანადგურებელ ომში, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გზით;

უპასუხოდ არ დატოვა ამ გამოაშკარავებით გაღიზიანებული „გლობალური ომის პარტიის“ მესვეურების არცერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი გამოხტომა, მათი ავტორების რანგისა თუ რეგალიების მიუხედავად;

ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახელისუფლებო პროცესების დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნით, გამოიწვია ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ლუსტრაციის ტალღა – რომელიც შენიღბული და ხელშეუხებელი იყო ათეულობით წლების განმავლობაში;

ხელი შეუწყო ე.წ. ოპოზიციის რადიკალური ფრთის დასუსტებას;

გამოააშკარავა და საკუთარ თავზე მიიღო ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბების ფაზაში მყოფი ე.წ. „დავარცხნილი ოპოზიციის“ მიერ ლიბერალური ფაშიზმის გამოხტომები;

საზოგადოებაში „კუ-კლუქს-კლანისა“ და ლიბერალური ფაშიზმის იდეების ჩანერგვასთან ბრძოლის წინა ფლანგზე იმყოფება;

ამ ეტაპზე, ჩაშალა „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ქვეყანაში „მაიდანის“ და ახალი „რევოლუციის“ მოწყობის გეგმა;

გამორიცხა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უკრაინული ან მოლდოვური სცენარით: ომით, პრაიდის ჩატარებით, პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონის მიღებით;

მხარს უჭერს ხელისუფლებას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც უკვე ქვეყნის პრესტიჟისა და პრინციპის ამბავია;

მხარს უჭერს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა განიხილებოდეს მხოლოდ: ღირსეული ევროპის პირობებში, ღირსეული საქართველოს ერთიან და ღირსეულ დასავლურ ოჯახში მიღების სახით“, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება