➡️☑️22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამტრედიაში დასუფთავების აქცია ჩატარდა.
📌წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილ დასუფთავების აქციაში მოხალისეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
📌აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციები დასუფთავდა.
📌წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები ტარდება.



