fbpx

წლის ბოლოს შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს „ფაიზერის“ ექსპერიმენტული პერორალური პრეპარატი-ალბერტ ბურლა

წლის ბოლოს შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს „ფაიზერის“ ექსპერიმენტული პერორალური პრეპარატი, Covid-19-ის სამკურნალოდ, დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე, განუცხადა აშშ ეროვნულ ტელემაუწყებელ CNBC-ს „ფაიზერის“ გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ, სამშაბათს.

 კომპანიამ, რომელმაც შექმნა Covid-19-ის პირველი ავტორიზებული ვაქცინა შეერთებულ შტატებში, გერმანულ   BioNTech-თან ერთად, მარტში დაიწყო დაავადების ახალი ანტივირუსული თერაპიის ადრეული ეტაპის კლინიკური გამოცდები. პრეპარატი წარმოადგენს პროტეაზას ინჰიბიტორების კლასის მედიკამენტს და მოქმედებს, როგორც იმ ფერმენტის ინჰიბიტორი, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედებში რეპლიკაციისთვის.

პროტეაზას ინჰიბიტორები გამოიყენება სხვა ისეთი ვირუსული პათოგენების სამკურნალოდ, როგორიცაა აივ და C ჰეპატიტი.

თუ კლინიკური გამოცდები კარგად ჩაივლის და სურსათის და სამკურნალო პრეპარატების ადმინისტრაცია დაამტკიცებს პრეპარატს, წლის ბოლოს მისი დისტრიბუცია შეიძლება დაიწყოს მთელს შეერთებულ შტატებში, უთხრა ბურლამ CNBC-ის .

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების აზრით, პერორალურმა პრეპარატმა შეიძლება მთლიანად შეცვალოს სიტუაცია, რამდენადაც ახლად ინფიცირებულ პირებს შეუძლიათ მისი მიღება ჰოსპიტალიზაციის გარეშე. მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ მედიკამენტი შეაჩერებს დაავადების პროგრესირებას და საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო აღარ იქნება. წყარო: https://www.cnbc.com/2021/04/27/pfizer-at-home-covid-pill-could-be-available-by-year-end-ceo-albert-bourla-says.html?__source=sharebar|facebook&par=sharebar&fbclid=IwAR2kWOWkpAnUc6KvVmKPetqSRJ4IC3ix_qtiKq28VqS0E6VwIEiuZYak-fg

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია