fbpx

წააგებს ასე არჩევნებს მელია,გახარიას და ,,ლელოს,, ხმები ჭირდება-გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “მთავართან” ამბობს:

“არც ოპოზიციაა ადეკვატური, პირდაპირ გეტყვით. ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, ვინც მიშას გათავისუფლებას ითხოვს, ის ისედაც მობილიზებულია, არ სჭირდება ამ ხალხს მობილიზება, მელია ნაციონალური მოძრაობის სრული მობილიზების პირობებშიც ვერ იგებს, მელიას სჭირდება გახარიას, ანა დოლიძის და სხვების ამომრჩეველი და ამ ამომრჩეველს არ აინტერესებს მიშა ციხეში იჯდება, თუ არა, ბევრს საერთოდ უნდა, რომ იჯდეს ციხეში. მელია ამ ხალხს მიშათი ვერ მოიზიდავს, სხვა თემებია საჭირო. უამრავი პრობლემა აქვს ხელისუფლებას – პანდემია მიშვებულია, იქეთ ავარიულია სახლები და უბედურ დღეში ვართ, ამ ხალხს აინტერესებს კახა კალაძე იქნება უკეთესი მერი, თუ მელია. არ აინტერესებს მიშას საკითხი. 30 ოქტომბრამდე, რომ გასკდეს ყველაფერი, რო დაიქცეს ქვეყანა, მაინც არავინ გამოუშვებს მიშას. რეალური პრობლემებზე ილაპარაკონ, თორემ, წააგებენ ამ არჩევნებს, წააგებენ, თუ გახარიას, ლელოს, ანა დოლიძის ამომრჩევლებმა ხმა არ მისცა მელიას, წააგებს ამ არჩევნებს!

ნიკა მელიას ვეუბნები პირდაპირ, მისი რიტორიკა, რომ ეს ადამიანები მოიზიდოს უნდა იყოს ასეთი, რომ ამოძირკვავს კორუფციას მერიიდან, კრაზანების ბუდეს ბულდოზერით გადაუვლის, ნეპოტიზმს არ დაუშვებს და ა. შ. ამომრჩეველი იფიქრებს, რომ შეიძლება არ მჯერა მელიასი, მაგრამ მელია თუ გახდა ქალაქის მერი, ის მართლა ასე გააკეთებს და რომც მოინდომოს კორუმპირებული ვერ გახდება, რადგან დამოკლეს მახვილივით, თავზე ედგება ქართული ოცნების პროკურატურა. შესაბამისად, ჩემი ქალაქის პრობლემები უკეთ გადაწყდება, თუ ამ ტიპის მერი იქნება თბილისში, რომელიც არათუ არ იკადრებს კორუფციაში გაბმას, არამედ, ფიზიკურად ვერ შეძლებს. შესაბამისად, ბიუჯეტი მოხმარდება ჩემ ქალაქს, ამიტომ სჯობს, მელია ავირჩიოთ. მაგრამ ეს რომ იფიქროს ამომრჩეველმა, ამისათვის კამპანიაა საჭირო და ჩვენ ჩავიხარშეთ და ჩავიკეტეთ მიშას საკითხზე და ამ პოლიტიკური ეგოცენტრიზმით სარგებლობს ივანიშვილი.

მიშა მუდმივად თითო ნიუსს რომ ქმნის, ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს. როგორ უნდა ილაპარაკოს მელიამ კორუფციაზე, ავარიულ მშენებლობებზე, როდესაც ყოველ დილით მიშა რაღაც ნიუსს გამოაგდებს, გადაფარავს ყველაფერს და თქვენც მთელი დღე ზიხართ და ლაპარაკობთ იმაზე, რა თქვა მიშამ დღეს. კარგით, მაშინ, წავაგოთ არჩევნები, წააგეთ მაშინ, წააგებს ასე არჩევნებს მელია… მძევლად ვყავართ მაშინ აყვანილი ბიძინას და მიშას ყველა და გვეთამაშებინა რაღაცას, ეს გამოდის, აბა, რა გამოდის, მაშინ.

გეუბნებით, თუ ყოველ დღე იქნება მიშაზე ლაპარაკი, მელიას არჩევნებს წააგებს, გეუბნებით მარტივ რაღაცას და თქვენ მაინც მპასუხობთ სხვანაირად ვერაო და კი ბატონო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება