fbpx

ძმები ჭილაშვილების ქუჩაზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლებაში, ძმები ჭილაშვილების ქუჩაზე
გზის კეთილმოწყობა სრულდება. პროექტის ფარგლებში, საგზაო
ინფრასტრუქტურა 5 150 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. გზის სავალ ნაწილზე
ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ტროტუარი, ხოლო 600 გრძივ
მეტრზე – ბორდიური.
ბოლო ეტაპის სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა,
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და თბილისის
საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს.
„ზღვისუბანში კიდევ ერთ საგზაო პროექტს ვასრულებთ. ძმები ჭილაშვილების
ქუჩაზე, სადაც კეთილმოწყობილი გზა არასდროს ყოფილა, საგზაო სამუშაოები
ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი დასახლებაა, სადაც გზის
არარსებობის გამო გადაადგილების პრობლემა იქმნებოდა. გამგეობის მიერ გზის
რეაბილიტაციის დაწყებამდე, პროვაიდერმა კომპანიებმა მიწისქვეშა
კომუნიკაციები მოაწყვეს“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის
რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება