fbpx

ძვირფასო აზერბაიჯანელებო მხარი დავუჭიროთ 2 ოქტომბერს ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს-ალი ბაბაევის მიმართვა

საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევის მიმართვა: ძვირფასო თანამოქალაქენო, ქვეყნისა და მისი იმიჯისათვის მეტად მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობა, განსაკუთრებით ისეთის, როგორიც არის არჩევნები. არჩევნებს აქვს გადაწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის, როგორც შიდა ისე საგარეო პოლიტიკის წარმართვისათვის. სწორედ ამაზეა დამოკიდებული საქართველოს მთავარი მიზნისაკენ სვლა, როგორიც არის მისი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. ამასთანავე ეკონომიური ზრდა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან. სამწუხაროდ ნორმალური დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის ხელის შეშლის მიზნით, ქვეყანაში არსებული შიდა და გარე ძალები ყველა ღონეს ხმარობენ რათა შელახონ ქვეყნის იმიჯი, დააკნინონ დემოკრატიული საარჩევნო პროცესი და შედეგად გამოიწვიონ პროვიკაციები, რაც გააღვივებს დესტაბილიზაციასა და უფრო მეტიც, ეროვნულ შუღლს. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ და საზოგადოებამ დიდი გამოცდა გაიარა, რომელიც სავსე იყო ეროვნული და სამოქალაქო დაპირისპირებით, ტერიტორიების დაკარგვით, ადამიანის უფლებების მკვეთრი დარღვევებით, მძიმე სოციალური მდგომარეობით, რომელმაც ასახვა ჰპოვა საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან მასიური გადინებაში და კიდევაც აისახება ქვეყანაში არსებულ მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. მთელი ამ დროის განმავლობაში 2012 წელი იყო სწორედ ის გარდამტეხი თარიღი, როცა ხელისუფლებაში მოვიდა ‘ქართეული ოცნება’ და დაიწყო არსებული მძიმე ფონიდან გამოსასვლელი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. ამ ნაბიჯებში შედის სწორედ ის რეფორმები და პროექტები რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის აღმშენებლობას, როგორიცაა: ჯანდაცვის რეფორმა, განათლებისა და კულტურის რეფორმა, სოფლის მეურნეობის რეფორმა, ტურიზმის განვითარების რეფორმა, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიზნესისათვის სათანადო გარემოს შექმნა და ხელის შეწყობა. მიუხედავად ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში არსებული კოვიდ პანდემიისა ქვეყანამ მყარად განაგრძო სვლა განვითარებისა და აღმშენებლობისაკენ. ძვირფასო თანამოქალაქეებო დარჩა რამოდენიმე დღე და ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთი გამოცდის წინაშე უნდა წარსდგეს, ეს გამოცდა არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ ვიცით რომ ხელისუფლება და მმართველი პარტია ყველანაირად ცდილობს, რომ ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაახლოებული სატელიტი პარტიები ყველაფერს აკეთებს ხელი შეუშალოს ქვეყანაში დასავლური ტიპის არჩევნების ჩატარებას. გასაკვირი სწორედ ის არის რომ ისინი თავის მხრივ აკეთებენ აქცენტს მათ დასავლურ ღირებულებებზე, ხოლო ამის პარალელურად ჩართული არიან პროვოკაციების მიწყობაში, მშვიდი სააჩევნო გარემოსათვის ხელის შეშლაში და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობაში. ყოველივე ამას კი ცხადია რომ არანაირი საერთო არ აქვს დასავლეთთან და დასავლურ ღირებულებებთან. მიუხედავად მათი ცხრაწლიანი მმართველობის დროს ჩადენილი სასტიკი და ძალადობრივი დანაშაულებებისა რომლებითაც კარგად დაამახსოვრა თავი თითოეულ ქართულ ოჯახს, ისინი კვლავ ცდილობენ ძალადობრივი გზით ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ამ ყველაფრისაგან კი მოსალოდნელია მხოლოდ ის, რომ განაგრძონ მათივე ძალადობრივი ხელწერა. ამ ყველაფერთან ერთად, სამწუხაროდ მათი მთავარი მიზანი არის ის რომ პროვიკაციის და ძალადობის ცენტრად აქციონ ის რეგიონები, სადაც კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ამიტომ მივმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მისი ეროვნებისა, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო არ აყვეთ ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის მოწოდებებს, ჩვენ არ გვაქვს უფლება დავბრუნდეს უკან, ბნელ წარსულსი. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყნისათვის სათანადო იმიჯის შექმნა, ქვეყნის განვითარება, მისი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვა და მისი ღირსეული მომავლის უზრუნველყოფა. გთხოვთ ყველამ მიიღოთ მონაწილეობა ორი ოქტომბრის არჩევნებში და მხარი დაუჭიროთ საქართველოს წინსვლას და მომავალს, რომლის ეთადერთი გარანტი ყველამ ვიცით, რომ არის ‘ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო’.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება