ბოლო პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კეთდება განცხადებები საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით.
თუ გადავხედავთ, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში – საბერძნეთის, ესპანეთის, საფრანგეთის პორტებში ჩინური კომპანიები ოპერირებენ. გუშინ, ასევე დღეს, ვნახეთ პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში და შეთანხმებები პარტნიორულ ურთიერთობებზე. ზოგადად, რომ გადავხედოთ, ევროპას 700 მილიარდიანი ბრუნვა აქვს ჩინეთთან.
სწორედ ამ კუთხით, გეოპოლიტიკური მდებარეობოდან და ღია პოლიტიკიდან გამომდინარე ვართ საინტერესო დამაკავშირებელი. მაგრამ თურმე, რაც შეიძლება სხვა ქვეყნებისთვის, რატომღაც არ შეიძლება ჩვენთვის, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ეს სხვა არაფერია, თუ არა შერჩევითი სამართალია.
ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს, ჩინური კომპანიები ოპერირებენ ევროპულ პორტებში და ჩვენთვის რატომ არის პრობლემა?!