fbpx

ცათ­მფრენ­ზე ზის ახლა რეზო, ზის ღი­მი­ლით და უვა­ლოდ მიფ­რი­ნავს-გიორგი კეკელიძე

მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე გარ­დაც­ვლი­ლი რე­ჟი­სო­რის, რეზო გაბ­რი­ა­ძის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქებს უდ­რი­ან. ადა­მი­ა­ნებს, შე­ნო­ბებს, ცხო­ვე­ლებს, მცე­ნა­რე­ებს, შე­სახ­ვე­ვებს, ამ შე­სახ­ვე­ვებ­ში შეხ­ვე­ულ ჩურ­ჩუ­ლებს, ცრემ­ლებს, სი­ცი­ლებს. რეზო გაბ­რი­ა­ძე უდ­რის ქუ­თა­ისს. ქუ­თა­ი­სი კი­დევ ძა­ლი­ან დი­დია იმის­თვის, რომ ერთი ადა­მი­ა­ნი უდ­რი­დეს, მაგ­რამ რე­ზომ შეძ­ლო და და­ე­ტო­ლა.

ეს და­ტო­ლე­ბა სი­ტყვა­ში მის გა­და­თარ­გმნას გუ­ლის­ხმობს, გა­და­თარ­გმნას და ასე გან­სა­ჯეთ, გა­ბევ­რე­ბა­საც კი.

შევ­ხვდი რამ­დენ­ჯერ­მე. სულ ბო­ლოს თვი­თონ მი­მიხ­მო, თე­ატ­რში. ლა­პა­რა­კობ­და ფრაგ­მენ­ტუ­ლად, ფიქრნა­რე­ვი შე­ყოვ­ნე­ბით და ზუს­ტად. ეს სი­ზუს­ტე იყო მისი მთა­ვა­რი ია­რა­ღი. ამ სი­ზუს­ტით დაგ­ვი­მიზ­ნა ასო­ბით ფრა­ზა.

სი­ტყვის ასე­თი “მსრო­ლე­ლი” ცო­ტაა. აქ კი არა, მსოფ­ლი­ო­შია ცოტა. მერე, ორი­ოდ თვის წინ, და­ბა­დე­ბის დღე­ზე, სა­კუ­თა­რი წიგ­ნი გა­მო­მიგ­ზავ­ნა – შე­მა­ში­ნებ­ლად სა­ო­ცა­რი ყუ­რა­დღე­ბის ნიშ­ნად.

ცათ­მფრენ­ზე ზის ახლა რეზო, ზის ღი­მი­ლით და უვა­ლოდ. მიფ­რი­ნავს და გვი­ღი­მის აქეთ გა­და­უხ­დელ ვალ­ში მყო­ფებს.დრო­ე­ბით დიდო კაცო” – წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება