fbpx

ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანია აცხადებს, რომ მისი ახალი ვაქცინა ეფექტურია მთელ მსოფლიოში არსებული COVID-19-ის ვირუსის შტამების წინააღმდეგ

ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანია აცხადებს, რომ ვაქცინის შექმნა შეძლეს და არსებული პრეპარატი კორონავირუსის ოცივე შტამზე წარმატებით გაიტესტა.

ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანია აცხადებს, რომ მისი ახალი ვაქცინა ეფექტურია მთელ მსოფლიოში არსებული COVID-19-ის ვირუსის შტამების წინააღმდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის დირექტორმა ჩინეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ეფექტურია, თუ არა ჩინური კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა ჯერჯერობით ამაზე კომენტარი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არ გაუკეთებიათ.

“ჩინეთში COVID-19-ის 20-ზე მეტი შტამი ავღრიცხეთ, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი. შტამზე კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატმა წარმატებით იმოქმედა და ვფიქრობთ, რომ ოპტიმიზმის საფუძველი რეალურად გაჩნდა,” – აცხადებს Sinovac Biotech-ის ხელმძღვანელი იან ვიდონგი.

ბიოტექნოლოგიური კომპანია Sinovac Biotech-ში აცხადებენ, რომ კომპანიას აქვს რესურში წლიურად დაამზადონ აღნიშნული ვაქცინის 300 000-მდე დოზა, თუმცა იმასაც განმარტავენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში სხვადასხვა ქვეყნების ძალისხმევის კონსოლიდირება იყოს, ვინაიდან ქვეყნებს სხვადასხვაგვარი გამოწვევები აქვთ გადასაწყვეტი ამ მიმართულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანია თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან კონკრეტული ქვეყნები, სადაც არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ეკონომიკური მიმართულებით.

იმ კომპანიებმა და მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ, რათა ამ ქვეყნებმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ აღნიშნული ვაქცინა.

“ჩვენი კომპანია შექმნილია ყოველწლიურად 300 მილიონი დოზის წარმოების მიზნით. შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ საშინაო მოთხოვნა და ზოგიერთი ქვეყნის მოთხოვნები. ჩვენ უკვე პირობა დავდეთ ზოგიერთ ქვეყანასთან თანამშრომლობის. ისინი იგივე პრიორიტეტით ისარგებლებენ როგორც, ჩინეთი, მთავარია ყველაფერი წარმატები დასრულდეს. წარმოების თარიღი ვფიქრობთ რომ მალე დასახელდება,” – განაცხადა Sinovac Biotech-ის ხელმძღვანელმა იან ვიდონგმა.

შესაძლო ვაქცინის წარმოებასა და ვადებზე ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანია ჯერ ვერ საუბრაობს, რადგან პროცესები დროშია გაწელილი. პარალელურად, თუ კი ვაქცინის მოქმედებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეფექტურს უწოდებს, დასადგენია მისი ფასი, ფასი კი ყველასათვის ხელმისაწვდომი და მისაღები უნდა იყოს.

“23 ივნისს ჩვენმა ერთ-ერთმა ვაქცინამ წარმატებით დაიწყო კლინიკური გამოცდის მესამე ეტაპი. პრეპარატს არანაირი გვერდითი მოვლენა არ გამოუვლენია. პრეპარატი 20 000 პაციენტზე დაიტესტა და ყველა მათგანზე წარმატებით, ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე. ახლა მნიშვნელოვანია პრეპარატმა ჩინეთის ჯანდაცვის უწყების მხრიდან წარმოების დასტური მიიღოს, რაც რა თქმა უნდა თავის მხვრივ დროს მოითხოვს,” – განმარტა Sinovac Biotech ჯგუფის წარმომადგენელმა იან ხაომინგმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება