საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნას საარჩევნო ბარიერის დაწევაზე სოციალური ქსელით ეხმაურება:
“5%-იანი ბარიერის დაწევას მათხოვრობს ის, ვინც ხვალ იტყვის ოცნებამ არჩევნები გააყალბაო, რასაც წინა არჩევნებზეც გვაბრალებდნენ. ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ გარდაუვალ მარცხს 😂😂😂ჩამოყალიბდით, ინადირეთ ნაცების ელექტორატზე, მაინც ერთის შექმნილები ან მერე ნაყიდები ხართ, გინებით და ფურთხებით წაართვით ერთმანეთს ხმები და გაინაღდეთ ისევ საპარლამენტო ხელფასები.😉😂😂
აბა ქვეყანა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ გაინტერესებდათ და ახლა მითუმეტეს😡
ჩვენ თქვენ არაფერს დაგითმობთ! არ აკვირდებით, რომ ამერიკული კანონის გარუსებამ, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, არასდროს არაფრის დათმობაც დანერგა? 🤤😪ყველაფერი უკუღმა დაგიტრიალდათ!
არ ხართ მართლები, მტყუანები ხართ და ესაა მთავარი მიზეზი!😂😂😂” წერს დიტო სამხარაძე.