fbpx



ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვების აქციას და გვინდა, რომ პარლამენტის წინ ეს ავღნიშნოთ-გიორგი ბარამიძე

ნაციონალური მოძრაობის“ წვერი გიორგი ბარამიძე ადასტურებს, რომ არჩევნების დღეს პარტია აქციას გეგმავს.

„დიახ ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვების აქციას და გვინდა, რომ პარლამენტის წინ ეს ავღნიშნოთ. ესეც არ შეიძლება, რომ მშვიდობიანი აქცია ჩავატაროთ? 8 წელია იძახიან, რომ დესტაბილიზაციას, სახელმწიფო გადატრიალებას ვახდენთ, საბურავებს ვაგროვებთ, სად არის? შიშს დიდი თვალები აქვს, იციან რომ აგებენ და იციან რომ ხალხის ძალას ვერაფერს დააუპირისპირებენ. ხალხი რომ შეიკრიბებია, გამარჯვებული ადამიანები, მერე როგორ დაიწერენ გაყალბებულ ციფრებს ეგ რომ ვერ მოხდება კარგად იციან და მაგის ეშინიათ“- განაცხადა ბარამიძემ

ცოტახნის წინ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ არჩევენბის დღეს აქციის გამართვა არ შეიძლება.

თავდაპირველად კი უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, პარლამენტთან აქციის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ მდინარაძემ დღეს, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12 საათიდან იკრიბება. აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას. ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის სასოწარკვეთილების პიკში“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია