fbpx

ჩვენ ახლა მთავარი დღის წესრიგი გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარება, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა -ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ ახლა მთავარი დღის წესრიგი გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

„პოზიტიური დინამიკა გვაქვს და მოგეხსენებათ, რომ ძალიან მაღალი ზრდა გვქონდა ეკონომიკაში – 45%, 25% მაისის თვეში, პირველ 5 თვეში ჩვენ გვქონდა 11%-იანი ზრდა.

ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან განახლებით პროგრამებს ყველა მუნიციპალიტეტში, უახლოეს 1-2 კვირაში.

ამ ყველაფრის შეფერხება სურთ ამ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს, სამწუხაროდ, მაგრამ ისინი ამას წინ ვერ აღუდგებიან.

ჩვენ ვიძლევით ამის გარანტიას, რომ ეს პროცესი, განვითარების გზა გაგრძელდება და რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება არჩევნები ოქტომბრის თვეში, ყველა უნდა ვიყოთ მობილიზებული, მთელი სახელმწიფო და ვართ კიდევაც მობილიზებული, რომ მაქსიმალურად ღიად, მშვიდად ჩატარდეს არჩევნები და ჩვენმა მოსახლეობამ, კიდევ ერთხელ, დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია