fbpx

ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში არც არეულობას და არც დესტაბილიზაციას, ეს ქაოსი უნდა დასრულდეს-ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში არც არეულობას და არც დესტაბილიზაციას. ეს ქაოსი უნდა დასრულდეს. არ შეიძლება მუდმივად გაგრძელდეს ეს გაუგებარი აჟიოტაჟი, გაუგებარი ქაოსი, ხმაური და აბსოლუტურად დღისწესრიგის გარეშე“, – ტანაცხადა  თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში.

„საქართველოს მოსახლეობის ნება იქნა გამოხატული საპარლამენტო არჩევნებზე. უპრეცედენტო იყო ის, რომ ჩვენი ხელისუფლება მესამე ვადით იქნა არჩეული. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის გაგრძელება სურს. რა უფლება აქვს მოღალატე სააკაშვილს, ან ბოკერიას, ან ნებისმიერ სხვას, ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ ამომრჩეველს. დღეს 9 პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ეს ადამიანები აცხადებენ უარს. არაფრად აგდებენ საკუთარი ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას. რა პრეტენზია აქვთ ამ ადამიანებს საერთოდ? თუ ადამიანი აცხადებს, რომ არის პოლიტიკოსი და სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო ცხოვრებაში და შემდეგ საკუთარი ნებით აცხადებს უარს, პარლამენტში არ შედის, მაშინ ამ ადამიანმა საერთოდ უნდა დატოვოს პოლიტიკა. ესეიგი მას არ სურს პოლიტიკა, ესიგი მას სურს ქუჩა, არეულობა, დესტაბილიზაცია, რომელსაც ვერ მიიღებს“

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია