fbpx

ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები-გიორგი ვაშაძე

ორი დღის წინ ვთქვი, რომ რამდენიმე კვირის მანძილზე ველოდები, რომ შეთანხმება იქნება. ამ შეხვედრის შემდეგ ვიტყვი, რომ ვფიქრობ, ასეთი შეთანხმება იქნება მარტის თვის ბოლომდე. რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ, – ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ შარლ მიშელის ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს კომპომისის მოძიებისკენ მოუწოდა.

„ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ კომპრომისის მაგალითი ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ჩემი აზრით ეს ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს. აქედან გამომდინარე, შევხედოთ რა გზით წავა მოლაპარაკების პროცესი“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მიშელმა განაცხადა რომ მზად არის უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოში მძიმე პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვაში.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია