fbpx

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემს მეგობარს, ყველასათვის საყვარელი ირაკლი ხახუბიას ვაჟს, გიორგი ხახუბიას ვულოცავ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში გამარჯვებას

ჩემს მეგობარს, ყველასათვის საყვარელი ირაკლი ხახუბიას ვაჟს, გიორგი ხახუბიას ვულოცავ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში გამარჯვებას. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გიორგი ხახუბია საქმისადმი ერთგულებით, შრომისმოყვარეობითა და მმართველი გუნდის დიდი მხარდაჭერით ნამდვილად შეძლებს იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე მუშაობას რაც მის მაჟორიტარულ ოლქშია.

„გიორგი გააგრძელებს მისი ღირსეული მამის ირაკლი ხახუბიას დაწყებულ საქმეებს და აქვს ძალიან ბევრი გეგმა უკეთესი ფოთის, ხობის და სენაკისთვის. ამ არჩევნებმა აჩვენა ჩვენი გუნდის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერა, მადლობა სამეგრელოს ამ სამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს ვინც, მიუხედავად ცუდი ამინდისა, თავისი არჩევანი, დღეს საარჩევნო ყუთთან გააკეთა“, – წერს ჩიქოვანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება