fbpx

ჩემი ხელისუფლების დროს ფარული ჩანაწერები კეთდებოდა-მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილმა 9 წლის შემდეგ პირველად აღიარა, რომ მისი ხელისუფლების მმართველობის დროს მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალი და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ჩაწერა ხორციელდებოდა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მის დროს მსგავსი მასალები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

„არასოდეს, არც ერთხელ ჩემი მმართველობის დროს, არავის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გარეთ არ გამოსულა“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

დღეს, სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ფარულ ჩანაწერებს მისი მეთაურობით ნამდვილად აკეთებდნენ და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

„რა თქმა უნდა, ჩემი ხელისუფლების დროს ფარული ჩანაწერები კეთდებოდა. რომელი ხელისუფლების დროს არ კეთდება ფარული ჩანაწერები?! ერთი შემთხვევა მაინც იყო ვინმეს პირადი ცხოვრების რამის გავრცელების?!“ – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა TV პირველის კითხვას, კეთდებოდა თუ არა მისი ხელისუფლების დროს ფარული ჩანაწერები.

„ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ფარული ჩანაწერების მომზადება და ამით კონკრეტული ადამიანების შანტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.

ყოფილმა პრეზიდენტმა მისი ხელისუფლების პირობებში არსებულ მედია გარემოზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ მიმართულებით დასავლური სტანდარტების კანონმდებლობა შეიმუშავა და მის მიხედვით მოქმედებდა. „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრაზე კი განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ მაუწყებლობა რამდენიმე დღეში განაახლა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს ოპონენტებს არ უსწორდებოდნენ და არც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დევნიდნენ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება