fbpx

ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება და დიდი პატივია ჩვენს უწმინდესთან შეხვედრა-ირაკლი ღარიბაშვილი

ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისწამებები ვიხილეთ, რაც მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრით გამოხატა პატივისცემა და მოკრძალება პატრიარქის, ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ.

„ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება და დიდი პატივია ჩვენს უწმინდესთან, ჩვენს პატრიარქთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული პატრიარქის, მთლიანად ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ. მოგეხსენებათ, დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე. ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც არის მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი, მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ეკლესიის ინტერესებს. როგორც მთავრობის მეთაურმა, ეკლესიას აღვუთქვი სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა, დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება