fbpx

ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი და თქვას, რომ სააკაშვილი არ უნდა შევიდეს ციხეში-ირაკლი ღარიბაშვილი

სააკაშვილი მსჯავრდებული არის უმძიმეს დანაშაულებზე, როგორიც არის, მაგალითად გირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის მკვლელობის მცდელობა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთ დანაშაულებში მხილებული ადამიანის ადგილი ციხეშია.

„ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და თქვას, რომ ეს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში. ჩემი პასუხი იქნება მარტივი: ყველა, ვინც ასეთ დანაშაულში არის მხილებული და მსჯავრდებული, მათი ადგილი არის ციხე. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ეს ადამიანი. მით უმეტეს, პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ. მმართველი ისეთივე მოქალაქეა, როგორც სხვა დანარჩენი და კანონის უზენაესობა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია