fbpx

შულავერში „ნაციონალური მოძრაობა“ საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავს-ზაურ დარგალი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა, ზაურ დარგალმა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისში საგანგებო განცხადება გააკეთა. ზაურ დარგალის ინფორმაციით, მარნეულში ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები.

პარლამენტის წევრი ამბობს, რომ შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით, აქციასა და საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავს.

„ქართული ოცნების“ წევრები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ აჰყვნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და არ გადაკეტონ ცენტრალური მაგისტრალი, რადგან ასეთი ქმედება შესაძლოა, მოსახლეობაში დაპირისპირების მიზეზი გახდეს. ასევე, დარგალმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსგავს ქმედებას ექნება ადგილი, სამართალდამცავები მიიღებენ ადეკვატურ ზომებს.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში გეგმავს აქციას, გზის გადაკეტვას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით. ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინასაარჩევნოდ დაგეგმილი დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გაგრძელება“, – განაცხადა დარგალმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია