fbpx

შვედი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შვედური ონლაინ სამოგზაურო ჟურნალის
Freedom Travel.se-ის რედაქტორებსა და ბლოგერს უმასპინძლა. გამოცემას
სკანდინავიის ქვეყნებში 1.5 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს. პრესტური
შვედეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.
პრესტურის ფარგლებში შვედური მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა,
თელავი, ყაზბეგი, უფლისციხე, ბორჯომი და ბათუმი მოინახულეს. უცხოური
მედიის წარმომადგენლები ქართულ გასტრონომიას, ღვინოს, სათავგადასავლო
ტურისტულ პროდუქტებს, სამთო კურორტებსა და კულტურულ ტურიზმს
გაეცნენ. მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს
მოამზადებენ, როგორც Freedom Travel.se-ის მკითხველებისთვის, ასევე სოციალური
ქსელების მომხმარებლებისთვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება