fbpx

შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს

საქართველოს ევროინტეგრაციასთან მიმართებაში შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაკეთდა

შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს.

ევროკავშირის გაფართოების ნაწილში, სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს. კერძოდ, ჩანაწერის თანახმად,  „ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა დაასრულოს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია“.

„ევროკავშირის გაფართოება წარმოადგენს ინვესტიციას მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის“ – აღნიშნულია შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ქვეყნებისთვის სტრატეგიული დახმარების გაწევის გზით, შვედეთი გაფართოების პროცესში მამოძრავებელი ძალის როლს ასრულებს. „აღნიშნული ქვეყნებისთვის სტრატეგიული დახმარების გზით, შვედეთი გაფართოების პროცესის მამოძრავებელი ძალაა. ის ასევე ხელს უწყობს ურთიერთობების განმტკიცებას ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოს ქვეყნებთან“ – ნათქვამია შვედეთის  უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში, რომლის მიზნებიც 2030 წლამდე უნდა შესრულდეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება