fbpx



შესაძლოა, ხვალიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყოს

გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი კვლევები მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე იგეგმება.

„დღეს ლილოს ბაზრობაზე დასაქმებული გარკვეული ჯგუფი გამოვიკვლიეთ, პასუხებს ველოდებით, ამის შემდეგ დამუშავდება ალგორითმი, როგორ დავიწყოთ ლილოს ბაზრობაზე ადამიანების უფრო ფარტომასშტაბიანი სკრინინგი, გარდაბნის პარალელურად. გარდაბნის ბევრი მცხოვრები მუშაობს სწორედ ლილოს ბაზრობაზე. დღეს გამოკვლეულ ნიმუშებს, ვნახავთ როგორი იქნება და შემოწმების მასშტაბი განისაზღვრება ხვალიდან.

ამ ეტაპზე ფართომასშტაბიან კვლევაზე მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე ვფიქრობთ, რადგან გარდაბანთან ყველაზე ახლო კავშირი აქვს ლილოს ბაზრობას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია