fbpx

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:

გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, რომელიც თავისთავად აერთიანებს და განასახიერებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის ისეთ ღირებულებებს და მისწრაფებებს, რაც ნამდვილად გვეამაყება და გვაერთიანებს. გვეამაყება ჩვენი ქვეყნის და ერის უნიკალური იდენტობა, მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები და რა თქმა უნდა გვეამაყება ჩვენი ეროვნული იდეისთვის, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი სიძლიერისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში თავგანწირული ყველა დროის ჩვენი გმირები და სახელოვანი ადამიანები. სწორედ ამიტომ ჩვენთვის უაღრესად ფასდაუდებელია ღირსეულად დავიცვათ ეს მონაპოვარი და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად ვემსახურებით ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებს, იმის მისაღწევად, რომ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, გავაერთიანოთ საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი ჩვენი ხალხი და მივაღწიოთ ევროკავშირის სრულფასოვან, ღირსეულ და დამსახურებულ წევრობას. სწორედ ეს არის, რასაც ვთავაზობთ ჩვენს თანამემამულეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა, – ყველა იმ სიკეთეს, სარგებელს და კეთილდღეობას, რომლისთვისაც იღწვის ჩვენი ქვეყანა და ხალხი ერთობლივად,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება