საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძისგანცხადებით, 2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდანშემოსავლები რეკორდულად გაიზარდა და ახალ ნიშნულს მიაღწია. წლევანდელი წლის ორკვარტალში შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, 2024 წელსტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს +30.4%-ით (442 მლნ აშშდოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს +5.2%-ით (94 მლნ. აშშ. დოლარით).„ორი კვარტლის მონაცემებით შემოსავლების ნაწილში რეკორდულ მაჩვენებლებსმივაღწიეთ, ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს რეგულარულად ახორციელებს, როგორცევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებსა დაინდოეთში, ჩვენ უკვე ჩინეთის ტურისტულ ბაზარზეც დავიწყეთ მუშაობა. შემოსავლებისგაზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა ფრენების სიხშირეების დამატებამ. მთლიანობაშისწორი პოლიტიკითა და დივერსიფიკაციით ძალიან კარგ მაჩვენებელს მივაღწიეთ“,-განაცხადა მაია ომიაძემ.