fbpx

შალვა ფანჩატუროვიჩ პიტოხუი და სხვა პიტოხუიები

პაპუა-გვინეაში არის ასეთი ჩიტი _ პიტოხუი. შეხედავ, შეფერილობას ვერ დაუწუნებ; სახელს მოისმენ, კიდევ უკეთესი _ ისეთი ჟღერადობა აქვს, რომ გეტირებოდეს, სიცილს დაიწყებ, მაგრამ რად გინდა, ისეთი შხამიანია, საკვებად კი არა, მისაკარებლადაც სახიფათოა. როგორც «ჩიტოლოგები» ამბობენ ორინტოლოგების ნათქვამზე დაყრდნობით, ეს შხამჩიტა განსაკუთრებით მაშინ აქტიურდება, როდესაც პიტოხუიობას ჩიტოხუიობით ჩაანაცვლებს და ადამიანის სახეს იღებს. ფუფალას ამოთქმისა არ იყოს: ღმერთო ჩემო, რამდენი პიტოხუიჩიტა გვყოლია ამ პატარა საქართველოში, აკი, მათი რიცხვი, საბედნიეროდ, ძალზე მცირეაო…
გავიდა სექტემბერიცა და ოქტომბერიც, დადგა ნოემბერი. აგრილდა, მაგრამ არსად ჩანს ჯუნიორ-ვაშაძის შეპირებული «ცხელი შემოდგომა». ალეკო ელისაშვილიც კი სახტადაა დარჩენილი: გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო. ან რას მოდიოდა, ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა, ან რომ დადიოდა, რატომ არ მუშაობდა, ან რომ მიდის, რატომ მიდისო? ისე გაილექსა «თრიალეთის კოდალა» ელისაშვილი, მთლად კარგად ვერ გაიგებს ადამიანი მის ჩივილს თუ ჯუნიორ-ვაშაძის ფანი არ არის, მაგრამ არაფრად რომ არ ჩაუგდო «ვაშაძე მლადშის» ვაშინგტონური ვოიაჟები, ფაქტია _ ეტყობა, შურიანიცაა «ჰამქარჩიკი»…
არსებული ხელისუფლების ვითომდა შესაცვლელი თუ ჩასანაცვლებელი შეპირებული რევოლუციური «ახალი ტალღის» დაწყების სეზონი იპარება, მაგრამ ისე აქვთ ყურები ჩამოყრილი «განთქმულ ბელადებს», ხელისუფლების ოპოზიციონერობას დააბრალებ კი არა, მაგდანას ლურჯას შეშურდებოდა, რადგან, ტალღა კი არა, ისეთი შტილია ქართულ ოპოზიციურ სათლში, ასეთი სიმშვიდე მიმწუხრის ჟამსაც კი არაა რომელიმე სასაფლაოზე.
ჰო, რა ქნან, ძალიან კი იქადნებოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, დასასვენებელი დრო არ ეყოთ, ან ზედმეტად დაისვენეს და სხვადასხვა მოდუნებული კუნთი მოძრაობაში ვეღარ მოჰყავთ, ჭანჭიკები აქვთ «მანი-მანით» დასაზეთი…
ქართული ანდაზაა «ხეს უძახეს გახმი! გახმი!» _ და მართლა გახმაო, იმისი არ იყოს, იმდენი იმღერა «უცნობმა» ვილივლივოთ და ილივლივეთო, რომ დღემდე ვლივლივებთ ყველანი, ერთნი _ ზღვაში, მეორენი _ მთაში, დანარჩენები _ უტოპიაში.
არა, მაინც რა ნირვანაში არიან ასეთში, რომ ჯერ კიდევ ვერ მოსულან გონზე?
დროში საოცრად დამთხვეულ ამ მთხლე ოპოზიციის მიძინებას და ხელისუფლების გამტკნარებას რომ ვხედავ, მინდა-არ მინდა, ეჭვები მიპყრობს და რადგან სხვა გასაქანი არ მაქვს, მათშივე ვლივლივებ _ პრეზიდენტი თვალსა და ხელსშუა გაგვიორგულდა; ნაპრეზიდენტალი ჩამოდნა და გაგვიხდა, შესაბამისად, აღარც სიღნაღია სიყვარულის ქალაქი და აღარც რაბათია შედევრი, აღარც «რუსი მოდის, რუსი მოდის!» _ აბა, ასეთი წყნარი ცხოვრება საამურია?
რატომ არიან ჩაჩუმებულები, კელი დეიდას ხელის აქნევას ელოდებიან? აბდალმა ეშმაკმა იცის ამათი თავი და ტანი, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ეჭვებში ვლივლივებ და სხვა თუ დაფეხმძიმებისთვის უჩივის ვინმეს, მე დაეჭვიანებისთვის უნდა ვუჩივლო შალვა ნათელაშვილს, რომელიც თავის მხრივ არანაკლებ ეჭვიანია. პრინციპში, კიდეც აქვს ეჭვიანობის საბაბი _ გამოზრდის, გამოიყვანს პოლიტიკურ სარბიელზე ვინმეს და ცაპ! გადაუფრინდება ხელისუფლების საბუდარში.
აგერ, სულ ახლახან, ისე დაიშალნენ «ფანჩატურის ჩიტები», «ელიავაზეც» რომ არავინ ჩაიბარებდა, თაკო ჩარკვიანს კი რუსთაველზე წამოწოლა აღარ უნდა. ისევ ბატონი შალვა თუ იქნება ფხიზლად და, როგორც დიდი მიმტევებელი, უკანვე ჩაიბარებს ძლივს შექუჩებულ ფანჩატურისტებს. თვითონ დაიჩივლა, არჩევნებზე ვერ გავალთ, ამ ჩამომპალი საარჩევნო კანონმდებლობის ისევ დაგვერხევაო, მაგრამ «რაც შეეხება ფანჩატურს, როგორც უწოდებენ, თუ გავითვალისწინებთ ნობელის პრემიის ლაურეატთა დასკვნებს, ბუნებაში არაფერი იკარგება _ რაც ერთ საგანს აკლდება, მეორეს ემატება. ამ შემთხვევაში ფანჩატურის ძირითადი ნაწილი შევიდა პარლამენტში, მაგრამ ფანჩატური მზად არის, უკან მიიღოს ძენი და ასულნი შეცდენილნი-ო».
შალვაჯან, ძილში ბალიში ხომ არ ჩამოგცურებია?
ისე, რატომაც არ მოუნდება ფანჩატურისტების უკანვე მიბრუნება, ცარიელი წყლის სმას და გამხმარი «კორჟიკის» ლოღნას, იქით «კოკა-კოლა» დარჩებოდა ვინმეს, აქეთ _ სენდვიჩის ნარჩენი და «მარლბოროს «ბიჩოკი», ესეც ხეირია, პარტიული ოჯახი უძირო ქვევრივითაა…
არა, არ უყვართ იმ შავბნელი დროისა და ამბის გახსენება ქართული პოლიტიკის ბაბუინებს, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება ისეთი საჯიჯგნ-საკირკიტო ფონია, თვით მოჰყვებიან დინებას ღლავებიც და ლიფსიტებიც, მით უმეტეს, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, როგორც ჩვენი აგრესორი მეზობლები ამბობენ ხოლმე, «ზადნიმ ჩისლომ» მოგონებები და აღიარებები უყვარს.
ისე, რა უცნაურია, როცა არაფერია გასახსენებელი, ხელისგულზე უდევთ ყველაფერი, მაშინ რატომ დადუმდებიან ხოლმე ყველანი და წლების მერე რატომღა იჭყლეტენ ტვინს წარსულის გახსენებით? თუმცა, როგორც ამბობენ, «სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს…»
იმ შავბნელი დროისა და ზოგიერთი ამბის გახსენება გამოლეიბორისტებულ ბატონ შალვასაც არ უყვარს, მაგრამ მაინც ჰკითხოს ვინმემ: თუ ნოემბრის აქციებზე არგასვლაში 10 მილიონ დოლარს გთავაზობდნენ ქართველი ლეიბორისტების მამას, ჩვენ რომ გვარიგებდი, თუ «ნაცები» საარჩევნო ხმების მიცემის ნაცვლად რამეს გთავაზობენ, ნუ დაკარგავთ, გამოართვით, მაგრამ ხმა მაინც ოპოზიციის სასარგებლოდ მიეცითო, შენ რატომ არ გამოართვიო? გამოერთმია ის 10 მილიონო დოლარი და რადგან ისედაც ვიცოდით, რომ ლეიბორისტები აქციაზე გასვლას არ აპირებდნენ, ნუ გამოვიდოდნენ, ხომ გადაურჩებოდა ბატონი შალვა იმ რაღაც ჯანდაბა მხუთავი გაზის ყლაპვას და რუსეთის სპეცსამსახურების აგენტობის ბრალდებით სამშობლოს მოღალატის იარლიყის მიკერებას? მერე რა, რომ მოსახლეობამ, მიუხედავად რაღაც კადრებისა, რატომღაც არ დაიჯერა მისი რეზიდენტობა, მაგისთანები შეშლია?
ეს მაშინდელი ამბების გახსენებას რაც შეეხება, ახლა ჩემი და ჩემებრ ეჭვიანი ადამიანების დაეჭვიანებისა ვთქვათ, _ იმ დროიდან ამ დრომდე ისე გაძვირდა პირველადი მოხმარების საგნები, რასაც იმ დროს ათ მილიონ დოლარად იყიდდი, დღეს იმის ნახევარსაც ვერ შეიძენ _ მაშასადამე, ვისიმე პოლიტიკური აქტივობის დაშოშმინება იმდენჯერვე გაძვირდებოდა, ხომ? ჰოდა, ეჭვებში ლივლივის დედააზრიც აქ ძევს, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ლავირებისთვის გამოყოფილი, მაგრამ შალვა ნათელაშვილის მიერ წლების წინ უარყოფილი ათი მილიონი რომ გავამრავლოთ თუნდაც სამზე (ორზე გამრავლება ცოტაა, ამ ფასად არ გაიხდის ფოთის პოლიცმეისტერი!) და გავყოთ X-ზე, ხომ არ უდრის საპროტესტო მუხტის ძილქუშს?
რატომაც არა?
10მლნ . 3 : X = ძილქუში! _ ისეთი ფორმულაა, აინშტაინიც ვერ დაიწუნებს. ძილქუშია, გარდაცვალება ხომ არა, გამოილევა 30 ვერცხლი, ამასობაში 2024 წელიც მოვა და გაიღვიძებს ბარე ორი…
პიტოხუიების ფანჩატურში შეკრებამ არ გაამართლა და ახლა უკანა ეზოში სცადონ, ეგებ, ეშველოთ… ნამდვილად ეზოს ვგულისხმობ, შარი არ მომდონ, «რა უკანა», ეს რას გვენართაულებაო… ისე კი, კუალა-ლუმპურში შეკრება სჯობდა… იმ ანეკდოტისა არ იყოს, ფანჩატუროვიჩი ტატუს მოხატვის ოსტატთან რომ მივიდეს და ჰკითხოს, მეტკინებაო? იმან რომ უპასუხოს, უბანს გააჩნიაო, ეს რას უპასუხებს, რა უბნელი ვარო, დუშელი თუ დუშეთელიო?
რამდენი ჩემნაირი ქირქილებს, ალბათ, ფანჩატური და შვანცკის გორა კი არა, იმაზე იჭყლეტეთ ტვინი, ზეთი და წყალი როგორ შეურიოთ ერთმანეთსო, ანუ არც რომ მწვადი დაიწვას და არც შამფურიო…
უფულო ხალხის, ანუ საქართველოს ძირითადი მოსახლეობის შესაფერის ზაფხულში, გრილში და არა ხვატში, ისე გაილალნენ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ მოსახლეობაში პროპაგანდა-აგიტაციის ჩატარების მოტივით თბილისს გარეთ მრისხანე ოპოზიციონერები ოჯახებითურთ, რომელიმეს მოტაცება რომ მოენდომებინა, გაცოცხლებული ოტო სკორცენი ვერ მიაგნებდა ვერცერთს _ პოლიტიკურად მკვდარი სეზონი იდგა. გადის შემოდგომა და ისევ მკვდარი სეზონია.
ასე იცის სეზონურმა რევოლუციებმა!
მხოლოდ სეზონზე თუ არის დამოკიდებული საქართველოს ბედი, რომელიც რატომღაც ყოვლთვის რევოლუციაზე გადის, სახეზე არ იყო გასული წლის ნოემბერი, იანვარი, აპრილი და მაისი ასიათას ერთი რევოლუციურად აღსატკინებელი ასიათას ორი კაცით? _ ყველა პოლიტიკური სუბიექტი ისეთი უსახური, უშინაარსო და გულისრუჯვის მომგვრელი ზღაპარივითაა, ყველაზე დიდ იდიოტსაც რომ არ დაესიზმრება ღამეული კოშმარებისას…
ამ დროისთვის ერთი-ორი თავგზააბნეული «ოპოზიციონერი» დაკინკილობს, რომლებიც «ტრიოდ» მოგვევლინენ პოლიტიკურ ველზე და ისინიც უსაგნოდ, საიდან და რა შეუბერონ, ვეღარ გაუგიათ. იმ პარლამენტიდან აპირებენ წასვლას, სადაც არც აქამდე მისულან, მაგრამ პირველებმა კი დაარღვიეს ე.წ. ოპოზიციური ერთობა და კისრისტეხით შეცვივდნენ პარლამენტში, ჩვენ კონსტრუქციული ოპოზიცია ვართ, ამიტომ დროზე მოგვაწერინეთ ხელი შარლ მიშელის დოკუმენტზეო. ასეთი «ტრიო» მაინც რამ მოაფიქრებინათ, სადაც სამში ერთი რუსულად განათლებული აგრესული შტვენია ქალია…
ჩამკვდარია პოლიტიკური ვნებათაღელვა, მაგრამ რა ჯანდაბამ ჩაკლა, გაცოცხლდნენ მაინც ერთმანეთში მებრძოლი უპირო ლოკოკინები, აგრილდა და დაგვაცხუნონ თავისებურად. დამდგარან და იმას არკვევენ, ამ ერთმანეთზე აკიდებული მკვდრებიდან რომელი მკვდარი უფრო მოსწონს ე.წ. დასავლეთს.
პიტოხუი და დიდი ჯანდაბა თქვენ!
მოკლედ, ამ ლივლივ-ლივლივში ერთი უცნაურობაც გამოიკვეთა: საქართველოს რეალობაში კაცები გადედლდნენ, ქალები გამამლდნენ და თუ ჟამთააღმწერელი ოდესმე ამ ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ ყოფას პირუთვნელად აღწერს, ქართველ ბავშვებს კი კვლავ ექნებათ სკოლებში სიარულის დრო და წერა-კითხვაც ეცოდინებათ, თემად «ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში» კი არ ექნებათ დასაწერი, არამედ «ვისი ვიოლინო ვის როიალში იყო და რატომ»…

ზურაბ ოშხერელი

“საერთო გაზეთი”

ზურაბ ოშხერელი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება