fbpx

შალვა პაპუაშვილი სერგი კაპანაძეზე – ის არის ადამიანი, რომელიც მბრუნავი კარის პრინციპით ხან არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ხან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სერგი კაპანაძის და გედევან ფოფხაძის ფარულ ვიდეო-ჩანაწერს გამოეხმაურა, რომელშიც ისინი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შევარდნის შესახებ საუბრობენ.

„არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამოფარებული არიან „ენჯეო“ სტრუქტურას, სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტი. როდესაც ვსაუბრობთ სერგი კაპანაძეზე, იცით რომ ის არის „გრასის“ დამფუძნებელი, ადამიანი, რომელიც მბრუნავი კარის პრინციპით ხან არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის იყო მინისტრის მოადგილე, შემდეგ გახდა უცებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში და იყო პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობისგან“, ამის შემდეგ, ისევ დაბრუნდა არასამთავრობო სექტორში.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამ საკითხის შესახებ პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთანაც უსაუბრია და სერგი კაპანაძის წარმოჩენა სამოქალაქო საზოგადოების წევრად, არის სიყალბე, რასაც აქციიდან გავრცელებული ფარული ჩანაწერიც მოწმობს.

აი ასეთი ხალხის ჩვენება ხდება, თითქოს ის არის სამოქალაქო საზოგადოება აი ეს არის სიყალბე და ჩვენ ზუსტად ეს სიყალბე ვნახეთ, რომ ადამიანები გეგმავენ პარლამენტის შტურმს.
„აქ შეიძლება ცდილობს ვიღაც, რომ გააუბრალოოს საკითხი, მაგრამ იყო საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის შტურმის გეგმებზე იყო საუბარი. თქვენ გახსოვთ აშშ-ში როცა იყო კაპიტოლიუმზე შტურმი, რას ნიშნავდა ეს და სხვათა შორის, ბაიდენი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა გუშინ ამ საკითხს. ეს არის უდიდესი სირცხვილი, როდესაც პოლიტიკოსები გეგმავენ შეტევას საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე.“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მეორე ფარული ჩანაწერი, რომელშიც გიგა მაქარაშვილი ფიგურირებს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მაქარაშვილის ორგანიზაცია რადიკალიზაციას აქეზებს. სწორედ ამიტომ, შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, მსგავსი ორგანიზაციების ფინანსები იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ დასკვნები თავად გამოიტანოს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება