fbpx

შალვა პაპუაშვილი – საუბარი შეიძლება იყოს არა სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე, რომელიც მომავალი არჩევნებისთვის იკვრება

ნიშანდობლივია ის სახეცვლილება, რაც გახარიამ და ზურაბიშვილმა განიცადეს მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობის“ ბანაკში გადავიდნენ – საუბარი შეიძლება იყოს არა ზურაბიშვილის და გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა საზოგადოებამ გიორგი გახარიას და სალომე ზურაბიშვილის ალიანსი იხილოს.

პაპუაშვილის თქმით, მომავალი არჩევნებისთვის “ანტიქართული კოალიცია” იკვრება.

„მგონი, ნიშანდობლივია ის სახეცვლილება, რაც როგორც გიორგი გახარიამ, ისე სალომე ზურაბიშვილმა განიცადეს მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის” ბანაკში გადავიდნენ. ამ სახეცვლილებას ვაკვირდებით პირდაპირ ეთერში, როგორ იცვლიან რიტორიკას, დამოკიდებულებას, როგორ ესხმიან თავს სახელმწიფო ინსტიტუტებს და როგორ ხდება ხოლმე ამ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდების შეთვისება. ასე რომ, საუბარი შეიძლება იყოს არა სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე, რომელიც იკვრება მომავალი არჩევნებისთვის და იმაზე თუ ვინ გახდება და ვინ არ გახდება ამ ანტიქართული კოალიციის ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება