fbpx

შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებულად სკანდალურია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფინანსდება სეპარატისტული რეჟიმისგან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები

განსაკუთრებულად სკანდალურია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფინანსდება სეპარატისტული რეჟიმისგან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ იფუთება „ენჯეოს“ ფორმატში ლობისტური საქმიანობა. ეს ორგანიზაცია ბოლო პერიოდში ისეა წარმოჩენილი როგორც ერთ-ერთი, როგორც მათ უყვართ ხოლმე თქმა – გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, სინამდვილეში ვხედავთ, რომ ეს არის „ენჯეოს“ ფუტლარში ჩადებული ლობისტური კომპანია. პირდაპირ იღებს ფულს სეპარატისტული მთავრობისგან იმისთვის, რომ დააზიანოს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობები. ასევე, იცით, რომ ტაივანის ინტერესია აღიარება და ამას ცდილობს ისევე როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ცდილობენ და ეს ინტერესიც არის ჩადებული დაფინანსებაში. განსაკუთრებულად სკანდალურია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფინანსდება სეპარატისტული რეჟიმისგან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები. საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები და ამის დაზიანებას ცდილობს ეს ლობისტური კომპანია, რომელიც „ენჯეოს“ ფორმაშია შენიღბული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 19 იანვარს განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს.

„მისი ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თინა ხიდაშელის ორგანიზაცია მის დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ხიდაშელმა ტაივანთან კავშირი დაადასტურა, თუმცა აქვე განმარტა, რომ ოფიციალური წყაროებიდან დაფინანსება არ მიუღია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება