fbpx

შალვა პაპუაშვილი: არც თანამედროვე,რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა,  ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის სასიკეთოდ მოქმედებს

„არც თანამედროვე, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა. ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის სასიკეთოდ მოქმედებს. რაც უფრო დიდია ქვეყანა, რაც მეტი რესურსი და შესაძლებლობა გააჩნია, მით უფრო ქმედითი და ძლიერია მისი გავლენა. თუმცა, ისტორიულადაც და თანამედროვეობაშიც ყველაზე ეფექტურ ძალად შინაური მტერი გამოიყენება. ციხე შიგნიდან ტყდება. სწორედ ამიტომ, გავლენის მოსაპოვებლად, უცხო ძალა სწორედ შიდა დასაყრდენს ეძებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.მისივე თქმით, თანამედროვე სამყაროში გავლენის როგორც არეალი, ასევე ინსტრუმენტები მრავალფეროვანი და დახვეწილია.

„თანამედროვე ცოდნის ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ, რომ სხვისი გავლენის მატარებელმა პირებმა ხანდახან თავადაც არ უწყიან სინამდვილეში რას და ვის ემსახურებიან.ამაში თავის როლს თამაშობს ყალბად და სტერეოტიპების სახით ჩანერგილი ღირებულებები. ფეტიშად ქცეული და შინაარსისგან დაცლილი ფასეულობები ადამიანს დაუფიქრებელი და გაუაზრებელი მოქმედებებისკენ ისე უბიძგებს, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერაფერს ხედავს. ასეთ ადამიანებს უჭირთ სახელმწიფოს ინტერესის, მისი რაობის, პოლიტიკისა და შორსმიმავალი გეგმების დანახვა.

გავლენის ამგვარ გამტარებლებთან ერთად არსებობენ უცხო ინტერესების სრულიად ნათლად და გააზრებულად მსახურნიც. მათი სამშობლო სხვაგანაა, მათი იდენტობა უცხო და სტერილურია. მათი ჭკუა მოკლეა და ბუნება კი ვიწრო. ისინი გარე ძალებისთვის ყველაზე მყარი დასაყრდენია. ზოგიერთი ქართველის მოკლე თვალსაწიერი, აზროვნების სიმწირე და ჭარბი ემოციურობა ის მდგენელებია, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, სწორი მიზნების რეალიზების გზაზე ძვირად რომ დაგვჯდომია. ბედისწერა იმგვარად დაგვყვა, რომ ქართველს თითოეული საფეხურის გავლაში ხშირად ძვირის გადახდა უწევს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ხშირად საკუთარ მაგალითზეც ვერ სწავლობს ჭკუას. არადა, სწორედ ჭკუა და გონიერებაა ის გამორჩეული ნიჭთაგანი, რასაც ჩვენი წინაპარი აფასებდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება