fbpx

ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტებზე ძალადობა, დაისჯება ყველა ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა -ირაკლი ღარიბაშვილი

ოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ. მინდა ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ მედიის წარმომადგენლების ცემისა და მათზე თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და ძალადობის ჩამდენი დაისჯება.

„კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი. პოლიცია მუშაობს აქტიურად. დილით დააკავეს სამი პირი. გუშინაც რამდენიმე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და დაისჯება ყველა, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება