fbpx

ყოველ დღე მიშას უმძიმდება ჯანმრთელობა-გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველთან” ამბობს:

“დარწმუნებული ვარ არც ერთი მეორე ტური არ იქნებოდა, რომ არა მიშას ჩამოსვლა.

ორ კვირაში იქნება მეორე ტური – მთავარი შეკითხვა მაქვს ასეთი – ვიცით, საქართველოს მესამე პრეზიდნეტი შიმშილობს, ორი კვირის თავზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორი იქნება?

რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას მოშიმშილე სააკაშვილის მდგომარეობასთან?

ასე არ გამოვა, არჩევნები გვაქვს და არ გვეცალა…

ოპოზიციის წარმომადგენლები რომ ამბობენ, რომ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, ველოდები, რომ პოზიცია გამოცვალონ, თორემ, მერე რაღაცეები მოხდება ისეთი, რაც პოლიტიკურ დაუნდებლობაში შეიძლება გადავიდეს და ამას ერქმევა ქართველი ხალხის განაჩენი.

მეორე ტურისთვის ვემზადებით, ვიბრძვით, მაგრამ ყველას პოზიციაა გასარკვევი, მოშიმშილე სააკაშვილი 2 კვირის თავზე რა პოზიციაში იქნება.

სააკაშვილი არ დარჩება უყურადღებოდ, ძალიან სერიოზულად დააყენებს საკითხებს მასთან დაკავშირებით დასავლეთი…

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გამშვები, არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, მორჩა და გათავდა.

მეორე ტურის ბედს განსაზღვრას ეს – რა პოზიციის დააფიქსირებს ოპოზიცია მოშიმშილე სააკაშვილის პერსონასთან დაკავშირებით – წაყრუება არ გამოვა.

ჩვენ ასე დაგვჩემდა, პირველ პრეზიდენტს სული ამოვხადეთ, მესამე პრეზიდნეტი ციხეში გვიზის და შიმშილობს – ესაა მთავარი ძალიან ბევრი ქართველისთვის და ოპოზიციამ ამას უნდა გასცეს პასუხი, ყოველ დღე მიშას უმძიმდება ჯანმრთელობა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება