fbpx

ყოველთვის თქვენი ხელშემწყობი ვიყავი და ეტყობა უმადურობას აღარ აქვს საზღვარი-დავით ზილფიმიანი ნინო ჯანგირაშვილს პასუხობს

პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესული დეპუტატი დავით ზილფიმიანი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ზილფიმიანი ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილს პასუხობს.

„ქალბატონო ნინო, თქვენს პოსტს გავეცანი, „იმედის“ არხზე, გაოცებული ვარ თქვენი ჩემდამი შეურაცხყოფით. ყოველთვის თქვენი ხელშემწყობი ვიყავი, ყველა სატელევიზიო ტექნიკურ საკითხში და ეტყობა, უმადურობას აღარ აქვს საზღვარი.

მე ყოველთვის მედიისა და ჟურნალისტების ინტერესებს ვიცავდი და კვლავაც გავაგრძელებ, და თქვენ მათ რიგებს აღარ მიეკუთვნებით, იმ ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის, რაც დაუმსახურებლად მომაყენეთ; და თქვენ მიმართ ვიხსნი ყოველგვარ ლოიალობას, რადგან ამიერიდან თქვენ ვეღარ გეწოდებათ ჟურნალისტი, რაც თქვენივე ქმედებამ განაპირობა.

თქვენ აუცილებლად უნდა წარადგინოთ ფაქტები და მტკიცებულებანი სასამართლოსა და ყველა სხვა ინსტიტუციაში, რომლებსაც აუცილებლად მივმართავ, იმ ცილისმწამებლურ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეთ.

შეგახსენებთ, „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”.

იმედია, ავტორი იცით.ეს შობის ღამეს მოხდა და ცილისმწამებლისთვისაც არ მენანება შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მილოცვა.

გილოცავთ. ნაკლებად მჯერა, რომ შეძლებთ ამ წერილის თქვენს ცილისმწამებლურ საიტზე განთავსებას, ფეისბუქში. მომავალ შეხვედრამდე, ჩემს ადვოკატებთან. კახური პირდაპირობა არ მაძლევს ფარული ქმედებების განხორციელებას, თქვენგან განსხვავებით. თქვენდამი ყოველგვარი პატივისცემის გარეშე,“ – ნათქვამია დავით ზილფიმიანის განცხადებაში.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია