fbpx

ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი სცენარის განვითარებისგან საქართველოში-მირიან ყარაულაშილი

ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს-

ვნახეთ ყველაფერი უკვე, რაც ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოში მოხდა საქართველოსთან მიმართებაში – ყველა ბიუროკრატიულ თუ ლიდერშიფის დონეზე გაცხადდა ქვეყნის ხელისუფლებისადმი ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა და სოლიდარობა!…… ქვეყნის არევის და არეულ ქვეყანაში, ანუ ამღვრეულ წყალში ღლავის დაჭერის მსურველებს დარჩათ ერთადერთი სცენარი:- ორგანიზებას გაუკეთებენ ორ-სამ ათასიან მიტინგს სახელისუფლებო შენობის წინ, მათ მიერ სპეცმომზადების კურსებგავლილი მათივე აქტივისტები დაიწყებენ პროვოკაციებს და მოაწყობენ 20 ივნისის მსგავს არეულობასა და შტურმს და ამ შტურმის მოგერიების დროს თვითონვე გაიმეტებენ საკუთარ რიგებში მყოფ ერთ ან რამოდენიმე წინასწარ განწირულ ადამიანს და სნაიპერის ან სხვა სახის იარაღით გამოასალმებენ სიცოცხლეს…რა თქმა უნდა, ამ უბედურებას მომენტალურად დააბრალებენ ხელისუფლებას, დაიშლებიან რეგიონებში მათი გზირები, ეცდებიან შეაგროვონ ადამიანთა კრიტიკული რაოდენობის მასა და ამ კრიტიკული მასის ზეწოლით ეცდებიან ხელისუფლების გადაყენებას და მართვის სათავეებიდან ჩამოშორებას;თუ ამას მიაღწიეს, სრული სისრულითა და სიზუსტით განმეორედება 2014 წლის კიევის “მაიდნის” სცენარი და ხელისუფლებაში ძალადობით აღზევდებიან ნაცნაძირალების ყველაზე რადიკალური ფრთის წარმომადგენლები ; ამის შემდეგ მელიას და რურუას ციხიდან განთავისუფლების საბაბით შეესევიან სასჯელაღსრულების სისტემას და სადაც მათთვის საჭირო ადამიანები იქნებიან პატიმრობაში, შეეცდებიან მათ განთავისუფლებას და მათგან ქილერ-მებრძოლთა რაზმების ჩამოყალიბებას…რა თქმა უნდა, ამას მშვიდად ვერ დაუწყებს ყურებას არჩევნებში სამართლიანად გამარჯვებული პარტიის მომხრეთა დიდი ნაწილი და ძალაუნებურად ჩაებმება საპასუხო ძალადობაში, რაც გადაიზრდება უმწვავეს სამოქალაქო ომში…როგორც ნებისმიერ სამოქალაქო ომში, აქაც გამარჯვებული იქნება მხოლოდ ამ არეულობის ინსპირატორი და მხარდამჭერი , დღევანდელი ოკუპანტი ქვეყანა და ის მშვიდად და მეთოდურად გააგრძელებს საქართველოს დარჩენილი ნაწილის ოკუპაციას ქვეყნის დაშლის პროცესის პარალელურად…მეტს აღარ გავაგრძელებ – უკვე მე თვითონვე დავკარგე ამ სტრიქონების წერისას წინასწორობაც და საღად განსჯის უნარიც…ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი სცენარის განვითარებისგან საქართველოში….მაგრამ, ვიდრე ღმერთს შევაწუხებთ ჩვენი პრობლემებით, მანამდე სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა იღონონ ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების აღსაკვეთად!!!ღმერთმა დაიფაროს საქართველო!

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია