fbpx

ქუთაისში სომელიეთა სკოლა გაიხსნება

ქუთაისში , “ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლამ” და კავკასიის უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო კურსის პრეზენტაცია გამართეს. თბილისის შემდეგ სომელიეს სკოლა ქუთაისში ამოქმედდება. პრეზენტაციას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა და “მარანი ხეცურიანის” დამფუძნებელმა შალვა ხეცურიანმა გახსნა. პროექტს ქუთაისის მერია, DMO- იმერეთი და ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმი უჭერს მხარს შალვა ხეცურიანი დამსწრე საზოგადოებას სასწავლო კურსის შესახებ დეტალურად ესაუბრა. კურსზე მსმენელი სომელიეს უნარ-ჩვევების გარდა, შეისწავლის მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებს. შეხვედრის დასასრულს, სომელიეთა ასოციაციას, კავკასიის უნივერსიტეტს , DMO- იმერეთსა და ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია